სოფლის პროდუქტების ინტერნეტ მაღაზია

Jammy Green ბიო პროდუქტები

2009 წელს ელენე ჭანტურიამ და იოჰან იაგერმა თბილისთან ახლოს პატარა მიწაზე სალათის მოყვანა დაიწყეს საკუთარი ოჯახისათვის. მათთვის სრულიად ბუნებრივი იყო, რომ არანაირი ქიმიური დანამატი არ უნდა გამოეყენებინათ. ქართული მიწის საოცრად ნოყიერი ნიადაგისა და კლიმატის დახმარებით ცდა წარმატებული გამოდგა, ასე შეიქმნა Jammy Green (ჯამი გრინ), რომელსაც უკვე 3 ჰექტარზე მეტ მიწაზე მოყავს ბოსტნეულის ფართო ასორტიმენტი.

მიწის დამუშავება ხდება გარემოსთან ჰარმონიაში, პროდუქტები ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშეა მოყვანილი. ისინი გერმანიიდან ხარისხიანი თესლით მარაგდებიან და მას რეგულარულად ცვლიან, რათა ჯანმრთელი მეურნეობა შეინარჩუნონ. ნიადაგი, წყალი და ბოსტნეული ყურადღებითაა შესწავლილი დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ. ჰიგიენის დაცვა არანაკლებ საყურადღებოა, ისინი განსაკუთრებულად უვლიან მარცვლეულს დათესვიდან მოსავლის აღებამდე.

Jammy Green-ის პროდუქტები 2015 წელს გახდა სერტიფიცირებული "Caucas Cert"-ის მიერ, საქართველოს პირველი ორგანული სერტიფიკატის მიმნიჭებელი კომპანია, ეს სტატუსი ცნო საქართველომ, ევროკავშირმა და შვეიცარიამ.

ამავე კატეგორიაში შეგხვდებათ საწებელი, მურაბა, წვენი, რომლებიც მხოლოდ უწამლი და ბიო ბოსტნეულითაა დამზადებული.

გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა Jammy Green-ის სერტიფიცირებული ბოსტნეული მივაწოდოთ თქვენს ბავშვებსა და ოჯახებს.