ახალი ამბები

18/05/2016

გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი სიახლეები, ინფორმაცია ახალ პროდუქტებსა და მომწოდებლებზე.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა თქვენგანს, ვინც მუდმივად გვეხმარება სერვისის გაუმჯობესებასა და ხარისხის კონტროლში!

ჭკვიანი თხილი

17/01/2018
მომხმარებელი Support Support

გვსურს, ჩვენი ახალწვეული გაგაცნოთ - ჭკვიანი თხილი - ის ძალზე მოწესრიგებული და განსაკუთრებულად ჯანსაღი ვინმეა, რადგან ჩამოყალიბების პროცესში სხვადასხვა სახის კონსერვანტებს მუდმივად ერიდებოდა. ყველა სიკეთესთან ერთად ჭკვიანიცაა. იცის, ვისგან დაიჭიროს თავი შორს და ვის ემეგობროს - ბლითებსა და ორცხობილებთან შეხმატკბილება პირველივე სიტყვით მარტივად გამოსდის. განსაკუთრებით კი უყვარს ისინი, ვინც ენდობა და ყოველ დილით მისი ერთგულია. ამ ერთგულების საფასურს ჩვენი „ჭკვიანი თხილი" წარმატებული დღისათვის დიდი ენერგიის გადაცემით აბრუნებს.

ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

30/12/2017
მომხმარებელი Support Support

Soplidan.ge მადლობას გიხდით ყველა ფერმერსა და გლეხს თავდაუზოგავი შრომისთვის. ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვენდობოდა და ჩვენს პროდუქტებსა და სერვისს ანიჭებდა უპირატესობას.

ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბარაქასა და დადებითი მომენტებით სავსე ახალ წელიწადს!

საახალწლო კალათი

27/12/2017
მომხმარებელი Support Support

სოფლის კვერცხი

22/12/2017
მომხმარებელი Support Support

უკანა ეზოში, კაკლის ხეზე ჩამოუკიდა პაპამ ნანიკოს ძველი საქანელა, ჯაჭვებს საღებავი გადასცლია და საზურგეც მორყეულია.

როცა ზამთრის ფერმკრთალი მზე აჭრიალებულ საქანელას მოადგება, სახელდახელოდ გადახურული საქათმიდან ჭრელი დედლები დაბნეული კაკანით გამობაჯბაჯდებიან.

ნანიკოც ამას ელოდება, იმ წამსვე საქანელიდან ჩამოხტება და ორად მოკეცილი ფეხაკრეფით მიუახლოვდება საქათმეს, მხრებამდე შეძვრება, სიბნელეს თვალს შეაჩვევს და ბუმბულწაფარებულ თბილ კვერცხს ხელს წაატანს. დღევანდელი გოგლი-მოგლი მისია!

შეუკვეთეთ სოფლის კვერცხი http://bit.ly/2nI2EzH სახლიდან გაუსვლელად.

ღვინო და ჭაჭა სოფლიდან

19/12/2017
მომხმარებელი Support Support

სანამ ახალი წელი გზაშია, ქართულ სუფრას ვინ წარმოიდგენს ქვევრის, ღვინისა და კახური ჭაჭის გარეშე...
ვანთის 55 წლოვანი ვენახის საფერავი და რქაწითელი, ქვევრში დაღვინებული
საფერავი ➡️ http://bit.ly/2yzEnfn
რქაწითელი ➡️ http://bit.ly/2kwdmV5
ლაშხების მარნის ღვინო (სოფელი ასურეთი, მდ. ალგეთის მარცხენა სანაპირო)
სურეთული წითელი ➡️ http://bit.ly/2B72Lrv
ასურეთული თეთრი ➡️ http://bit.ly/2jXeOjH

ნოემბრის ზაოდობაზე გამოხდილი კახური ჭაჭა
ჭაჭა ➡️ http://bit.ly/2obnK9Q
ჭაჭა თუთის მერქნის არომატით ➡️ http://bit.ly/2zdzs79

ინდაური სოფლიდან

12/12/2017
მომხმარებელი Support Support

ვალიკო პაპას სახლს ეზოს მხარეს ორი ფანჯარა აქვს, ისიც პირველ სართულზე. ერთ მხარეს მინა ამოღებულია და დაჟანგული თუნუქია ჩასმული, საიდანაც ღუმელის მილი გამოდის.
გარედანვე ეტყობა როგორი გაგუზგუზებულია შეშის ღუმელი -- კვამლი კი არ გამოდის, ცხელი ჰაერი ლივლივებს მილის გარშემო...
ღუმელთან მიდგმულ სამფეხა სკამზე თუ ჩამოჯდები, პირდაპირ ეზოს იმ ნაწილს დაინახავ, სადაც გაბღენძილი ინდაურები და ჩამრგვალებული დედლები დასეირნობენ, იქვე ამაყად თავაწეული, შავკუდიანი მამალი დაბრძანდება.

და უცებ, ცოტა სევდაშეპარულად გახსენდება, რომ სულ მალე ახალი წელი ყველას კარს მოადგება...

ელკანა

30/11/2017
მომხმარებელი Support Support

"ელკანა" ყველას გაგვიგია, მაგრამ ცოტამ თუ იცის რა კეთილ საქმეებს აკეთებს ეს ორგანიზაცია ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

"ელკანამ" (ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია) 20 წლის წინ 9 ფერმერის გაერთიანებით დაიწყო და დღეს 900 ქართველ ფერმერთან ერთად ზრუნავს:
  • ბიობაზრის ჩამოყალიბებაზე;
  • ტრადიციული, გადაშენების პირას მდგარი ძველი ქართული ჯიშების აღდგენაზე;
  • ბიომეურნეობისა და ტრადიციული ჯიშების პოპულარიზაციაზე;
  • ფერმერთა უფლებების დაცვაზე.

"ელკანას" ფერმერების მოყვანილი ნამდვილი, ჯანსაღი პროდუქტი ჩვენს საიტზე ➡️ http://bit.ly/2zLDhTh

მალე დავლაგდებით :)

06/11/2017
მომხმარებელი Support Support

მოგესალმებით ჩვენს განახლებულ ვებ-გვერდზე.

თქვენი თხოვნით, უკვე გვაქვს პროდუქტის რეალური ფოტოები და სასარგებლო ინფორმაცია.