სოფლის კვერცხი და ქათამი

24/01/2018

ეზოში გაზრდილ ფრინველს მრავალფეროვანი საკვები აქვს - ასეთ პირობებში თავისუფლად მოძრაობს, რაც მის ხორცს შედარებით კუნთიანს ხდის. ქათმები ეზოში ბალახით, საკენკითა და ჭიაღუებით იკვებებიან. სწორედ ეს ანიჭებს მათ კვერცხს განსაკუთრებულ გემოს.

სოფლის კვერცხით კახეთიდან თინა ბებო გვამარაგებს. წესებს ზედმიწევნით იცავს და მხოლოდ ახალ-ახალ პროდუქტს გვიგზავნის, რადგან კარგად მოეხსენება, რომ ის ბევრ პატარას უყვარს.