რას ვაკეთებთ

Soplidan.ge ორმა მეგობარმა გოგომ დააფუძნა 2015 წლის ოქტომბერში - ნათია ნინიკელაშვილმა და ნინო მღებრიშვილმა.

მათი მიზანი იყო, ბიზნესს შეესრულებინა ერთგვარი ხიდის ფუნქცია სოფელსა და ქალაქს შორის და ინოვაციური მეთოდით გაემარტივებინა მომწოდებლისთვისაც და მომხმარებლისთვისაც ნამდვილი სოფლის პროდუქტის გაყიდვა-შეძენის პროცესი.

ვებ-საიტზე ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტებია წარმოდგენილი და მისი შეძენა ყველას შეუძლია.

თავიდან სულ 15 პროდუქტს თუ ნახავდით საიტზე: გუდის ყველი, კახური ზეთი, ბადაგი, ჩურჩხელა, სოფლის კვერცხი და ქათამი... დღეს კი 250 ზე მეტი დასახელების პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ საიტზე, გაიგოთ მისი წარმომავლობა, მომწოდებლის ვინაობა და ამა თუ იმ პროდუქტით კერძის მომზადების რეცეპტიც კი.

ბიზნესი აქტიურია სოციალურ ქსელში და მომხმარებელს სტაბილურად აწვდის ინფორმაციას ახალი პროდუქტების, გაუმჯობესებული სერვისისა, თუ ფასდაკლებების შესახებ.

ჩვენი გუნდის წევრები:

ნათია ნინიკელაშვილი -- დირექტორი, თანადამფუძნებელი;

ია ნახუცრიშვილი -- საწყობის კოორდინატორი;

ბესიკ აბრახამია -- მომარაგება;

ბესიკ ჩაველაშვილი -- მომარაგება;

აკაკი დალაქიშვილი -- მიტანის სერვისი;

ნინა პაპუნაშვილი -- კომუნიკაციების მენეჯერი;

ქეთი ქადაგიძე -- ქოლ ცენტრი;

ანა ქობალია -- ქოლ ცენტრი;