ბედნიერი ქათმის კვერცხი 10 ც.

Free range - თავისუფლად მოსეირნე სოფლის ქათმის კვერცხია. ქათმებს მუდმივად აქვთ სუფთა წყალი და ჯანსაღი საკვები. იზრდებიან ბუნებრივ გარემოში, დაცულ და შემოფარგლულ ტერიტორიაზე, სადაც ფრინველი დაცულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან შეხებისგან და შესაბამისად ინფექციებისგან.

 
6.90 GEL
გაყიდვაშია
+

სოფლის კვერცხი გიორგი დადიანიძის ოჯახური მეურნეობიდან.

Free range - თავისუფლად მოსეირნე სოფლის ქათმის კვერცხია. ქათმებს მუდმივად აქვთ სუფთა წყალი და ჯანსაღი საკვები. იზრდებიან ბუნებრივ გარემოში, დაცულ და შემოფარგლულ ტერიტორიაზე, სადაც ფრინველი დაცულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან შეხებისგან და შესაბამისად ინფექციებისგან.

თავიდან კვერცხი შევიძინე ინტერესის და სახალისო სახელწოდების გამო. აღმოჩნდა რომ ის განსხვავდება სოფლის და ქარხნის კვერცხისგან. კვერცხის გული არის მუქი ფერის და ინტერნეტში როგორც წავიკითხე ზუსტად ასეთი გული არის ყველაზე სასარგებლო და ასეთი უნდა ქონდეს ჯანმრთელი ქათმის კვერცხს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზომაში ეს კვერცხი სხვებს აღემატება და ამის გამო ფასიც აღარ გამოდის ძვირი. კვერცხის შეძენის შემდეგ ფეისბუქზე დავუკავშირდი მწარმოებელს გიორგი დადიანიძეს, რომელსაც მივწერე ჩემი შთაბეჭდილებები. მან დაწვრილებითი ინფორმაცია მომაწოდა თავის ფერმაზე და ბედნიერი ქათმის კვერცხის სიჯანსაღეზე. გიორგი ძალიან სასიამოვნო და შრომისმოყვარე ახალგაზრდა ჩანს, რომელსაც მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ამ საქმეში.
გამარჯობა, გასინჯვის მიზნით შევიძინე ბედნიერი ქათმის კვერცხი. ძალიან საინტერესო კონცეფციაა, რომელიც სხვაგან არ შემხვედრია საქართველოში free range ქათმების კვერცხი. პროდუქტი ძალიან მოგვეწონა როგორც მოხარშულ, ასევე შემწვარ მდგომარეობაში. ზოგადად, კვერცხი ოჯახში ძალიან გვიყვარს, განსაკუთრებით ბავშვებს, ამიტომ მას დიდი რაოდენობით მოვიხმართ. თქვენი ბედნიერი კვერცხის დამატებითი პლიუსი ისაა, რომ ზომაში სტანდარტულზე უფრო დიდია, რის გამოც ვფიქრობ რომ ფასი სულაც არ არის რაღაც ასტრონომიური. პროდუქტს ასევე მოყვება ბუკლეტი დეტალური ინფორმაციით ასეთი კვერცხის სასარგებლო თვისებებების დეტალური აღწერით. მომავალშიც შევიძენ ბდენიერი ქათმის კვერცს. წარმატებებს გისურვებთ, გიორგი.
პროდუქტის შეფასება

ვინც იყიდა ეს პროდუქტი, მათ ასევე იყიდეს

2.00 GEL
ქართლ-კახეთში შეგროვებული ხილ-ბოსტნეულს სხვადასხვა მცირე ფერმერები გვაწვდიან. ხშირად იცვლებიან მომწოდებლები, ამიტომ გვიჭირს თითოეულ პროდუქტზე მომწოდებლის...
გაყიდვაშია
+

2.10 GEL
ქართლ-კახეთში შეგროვებული ხილ-ბოსტნეულს სხვადასხვა მცირე ფერმერები გვაწვდიან. ხშირად იცვლებიან მომწოდებლები, ამიტომ გვიჭირს თითოეულ პროდუქტზე მომწოდებლის...
გაყიდვაშია
+

21.50 GEL

ბატკნის წონა არ აღემატება 6 კგ-ს

გაყიდვაშია
+

21.50 GEL

ბატკნის წონა არ აღემატება 6 კგ-ს

გაყიდვაშია
+

4.00 GEL

ბოლოკი ქართული

გაყიდვაშია
+