ბედნიერი ქათმის კვერცხი 10 ც.

Free range - თავისუფლად მოსეირნე სოფლის ქათმის კვერცხია. ქათმებს მუდმივად აქვთ სუფთა წყალი და ჯანსაღი საკვები. იზრდებიან ბუნებრივ გარემოში, დაცულ და შემოფარგლულ ტერიტორიაზე, სადაც ფრინველი დაცულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან შეხებისგან და შესაბამისად ინფექციებისგან.

 
6.90 GEL
გაყიდვაშია
+

სოფლის კვერცხი გიორგი დადიანიძის ოჯახური მეურნეობიდან.

Free range - თავისუფლად მოსეირნე სოფლის ქათმის კვერცხია. ქათმებს მუდმივად აქვთ სუფთა წყალი და ჯანსაღი საკვები. იზრდებიან ბუნებრივ გარემოში, დაცულ და შემოფარგლულ ტერიტორიაზე, სადაც ფრინველი დაცულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან შეხებისგან და შესაბამისად ინფექციებისგან.

თავიდან კვერცხი შევიძინე ინტერესის და სახალისო სახელწოდების გამო. აღმოჩნდა რომ ის განსხვავდება სოფლის და ქარხნის კვერცხისგან. კვერცხის გული არის მუქი ფერის და ინტერნეტში როგორც წავიკითხე ზუსტად ასეთი გული არის ყველაზე სასარგებლო და ასეთი უნდა ქონდეს ჯანმრთელი ქათმის კვერცხს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზომაში ეს კვერცხი სხვებს აღემატება და ამის გამო ფასიც აღარ გამოდის ძვირი. კვერცხის შეძენის შემდეგ ფეისბუქზე დავუკავშირდი მწარმოებელს გიორგი დადიანიძეს, რომელსაც მივწერე ჩემი შთაბეჭდილებები. მან დაწვრილებითი ინფორმაცია მომაწოდა თავის ფერმაზე და ბედნიერი ქათმის კვერცხის სიჯანსაღეზე. გიორგი ძალიან სასიამოვნო და შრომისმოყვარე ახალგაზრდა ჩანს, რომელსაც მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ამ საქმეში.
გამარჯობა, გასინჯვის მიზნით შევიძინე ბედნიერი ქათმის კვერცხი. ძალიან საინტერესო კონცეფციაა, რომელიც სხვაგან არ შემხვედრია საქართველოში free range ქათმების კვერცხი. პროდუქტი ძალიან მოგვეწონა როგორც მოხარშულ, ასევე შემწვარ მდგომარეობაში. ზოგადად, კვერცხი ოჯახში ძალიან გვიყვარს, განსაკუთრებით ბავშვებს, ამიტომ მას დიდი რაოდენობით მოვიხმართ. თქვენი ბედნიერი კვერცხის დამატებითი პლიუსი ისაა, რომ ზომაში სტანდარტულზე უფრო დიდია, რის გამოც ვფიქრობ რომ ფასი სულაც არ არის რაღაც ასტრონომიური. პროდუქტს ასევე მოყვება ბუკლეტი დეტალური ინფორმაციით ასეთი კვერცხის სასარგებლო თვისებებების დეტალური აღწერით. მომავალშიც შევიძენ ბდენიერი ქათმის კვერცს. წარმატებებს გისურვებთ, გიორგი.
პროდუქტის შეფასება

ვინც იყიდეს ეს პროდუქტი, მათ ასევე იყიდეს

2.90 GEL
კამეჩის მაწონი თელავიდან, სოფელ კურდღელაურიდან მოგვაქვს. დარეჯანი ბებო წლებია სახლში ადედებს მაწონს, რძეს კი საოჯახო ფერმიდან აგროვებს. კამეჩები ალაზნის...
გაყიდვაშია
+

4.50 GEL
სათონეში ჩამოკიდებული კარაქის სადღვები ბევრი ჩვენგანის ბავშვობის მოგონებაა. სოფლის კარაქის გემო და სუნი შედარებით მძაფრია, თუმცა ძალიან არომატული და...
გაყიდვაშია
+

4.50 GEL
ოჯახში დამზადებული ხაჭო კახეთიდან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფოტოზე გამოხატული პროდუქტი ვიზუალურად შეიძლება განსხვავდებოდეს რეალურად მიღებული პროდუქტისგან.
გაყიდვაშია
+

5.90 GEL
სოფლის კვერცხს კახეთში, სოფელ გულგულაში აგროვებს თინა ბებო. მან კარგად იცის, რომ ჩვენი სოფლის კვერცხი ბევრ პატარას უყვარს, ამიტომ მკაცრად იცავს წესებს და...
გაყიდვაშია
+

22.00 GEL
გასუფთავებული და ყოველდღიურად ახალი ხორცი სოფლიდან. ეზოში გაზრდილ ფრინველს მრავალფეროვანი საკვები აქვს, თავისუფლად მოძრაობს, შესაბამისად ხორცი უფრო გემრიელი...
გაყიდვაშია
+

21.80 GEL
"ბლაუენშტაინი" ქართულ-შვეიცარული ფერმაა რაჭაში. თავისუფლად გაშვებული ცხოველები რაჭის საძოვრებზე იკვებებიან. რაჭის სათიბები შეუდარებელია მესაქონლეობისთვის....
გაყიდვაშია
+