ველეულა შენი მარანი რაჭაში.
თანამედროვე ქართველს უკვე მარტივად შეუძლია ხარისხიანი ღვინის არომატების და
გემოების გარჩევა. ველეულას მარნის მიზანია უფრო მეტ ადამიანს გააცნოს და
შეაყვაროს ხარისხიანი, რაჭული ბოთლის ღვინოები;
ველეულას საკუთარი ვენახები აქვს რაჭაში, ხვანჭკარის მიკროზონაში, სოფ. საკეციაში და
ძირაგეულში, ლაზმაურის ფერდობზე.
ხვანჭკარა-წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის
ყურძნიდან მზადდება, რომელიც გაშენებულია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. ღვინო ლალისფერი
შეფერილობისაა, კიდეებში იასამნისფერი რკალით. ახასიათებს ზომიერი მჟავიანობა. სურნელზე
იკვეთება მარწყვის, ჟოლოსა და ტყის კენკრის არომატები. შესანიშნავი მისაყოლებელია ხილთან,
ტკბილეულთან, თხილთან და სხვა დესერტთან. საუკეთესოა 12-15 C ტემპერატურაზე
მისართმევად.