ველეულა შენი მარანი რაჭაში.
თანამედროვე ქართველს უკვე მარტივად შეუძლია ხარისხიანი ღვინის არომატების და
გემოების გარჩევა. ველეულას მარნის მიზანია უფრო მეტ ადამიანს გააცნოს და
შეაყვაროს ხარისხიანი, რაჭული ბოთლის ღვინოები;
ველეულას საკუთარი ვენახები აქვს რაჭაში, ხვანჭკარის მიკროზონაში, სოფ. საკეციაში და
ძირაგეულში, ლაზმაურის ფერდობზე.
ბარაკონი-ნახევარად მშრალი ღვინო, დამზადებულია ალექსანდროულის, მუჯურეთულის და ძელშავის ჯიშის ყურძნისგან აქვს სასიამოვნო ლალისფერი; გამორჩეული ჟოლოს, კენკრის და ჯიშური არომატები; შესანიშნავი მისაყოლებელია ხილთან, ტკბილეულთან, ჩირებთან და სხვა დესერტთან. საუკეთესოა 12-13 C ტემპერატურაზე მისართმევად.