ღვინო უსახელაური ნახევრად ტკბილი "ველეულა" 750 მლ.

ველეულა შენი მარანი რაჭაში. თანამედროვე ქართველს უკვე მარტივად შეუძლია ხარისხიანი ღვინის არომატების და გემოების გარჩევა. ველეულას მარნის მიზანია უფრო მეტ ადამიანს გააცნოს და შეაყვაროს ხარისხიანი, რაჭული ბოთლის ღვინოები; ველეულას საკუთარი ვენახები აქვს რაჭაში, ხვანჭკარის მიკროზონაში, სოფ. საკეციაში და ძირაგეულში, ლაზმაურის ფერდობზე. უსახელაური-საქართველოს ყველაზე იშვიათი და ძვირფასი ღვინო, დამზადებული ყურძნისგან, რომელიც მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში იზრდება. აქვს შესანიშნავი გარეგნობა, ბრწყინვალე ლალისფერია. სურნელებში კი ჟოლოს, მოცვისა და ტყის კენკრის არომატები ჩნდება. ძალიან გემრიელი წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო, საუკეთესოა სხვადასხვა დესერტთან და ხილთან მისაყოლებლად. საუკეთესოა 12-14 C ტემპერატურაზე მისართმევად.
გაყიდვაშია
79.00 GEL

შეფასება

შეაფასე პროდუქტი