ლობიო (გურული) 1 კგ.

Soplidan.ge-ის პირველი ექსპერიმენტი იყო გურულა ლობიოს მოყვანა. არც ისე მარტივი ყოფილა. მზე და წვიმა სასუქად, ხელით აღება, გადარჩევა… ჩვენმა ნათიამ ბავშვებსაც გაარჩევინა ლობიო ვენერა ბებოსთან ერთად. ლობიო კი გემრიელი გამოდგა, ადვილად იხარშება. მომცრო ზომის მარცვალს ნამდვილად ეტყობა, რომ შხამქიმიკატი არ გაკარებია ახლოს. "ივანე პაპა ჯერ თონის პურს ჩატეხავდა ჯამში და მერე ზემოდან დაასხამდა-ხოლმე ერბოთი და ქინძით შენელებულ ლობიოს. მე პირიქით ვაკეთებდი-- ჯერ წვენს ვისხამდი და მერე ჩავყრიდი-ხოლმე პურს. არ ეზარებოდა ყოველ ჯერზე რჩევის მოცემა: "გენაცვალოს პაპა, ჯერ პური ჩატეხე, მაგრე გემრიელი არ არი"-ო. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფოტოზე გამოხატული პროდუქტი ვიზუალურად შეიძლება განსხვავდებოდეს რეალურად მიღებული პროდუქტისგან.
გაყიდვაშია
12.00 GEL

შეფასება

შეაფასე პროდუქტი