კარდენახი სოფელია კახეთში, გურჯაანის რაიონში. იქ მეგობრები გვყავს, ჩვენსავით ახალგაზრდები. ჩავალთ თუ არა მწვადებს დააშიშხინებენ და მხოლოდ ამის მერე გამოგვიჩენენ-ხოლმე ჩვენთვის შეგროვილ თხილს, ნუშსა და ნიგოზს. ქართულ ნუშს შედარებით თხელი გული აქვს და ცოტა სიმწარეც გაკრავს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფოტოზე გამოხატული პროდუქტი ვიზუალურად შეიძლება განსხვავდებოდეს რეალურად მიღებული პროდუქტისგან.