ბუნებრივ საფუარზე გამომცხვარი პურები ნათელასგან. შემადგენლობა: წითელი დოლის ფქვილი - 100 %; ბუნებრივი საფუარი; წყალი. პურის ბუნებრივ საფუარზე ცხობის იდეა განაპირობა ბაზარზე არსებულმა არაჯანსაღი პურის სიმრავლემ. ქართული ბაზრისთვის ახალბედა ეს პროდუქტი აუცილებლად შეგაყვარებთ თავს თავისი გემოვნური თვისებებით. რაც მთავარია, გამოყენებულია ქართული ხორბლის ჯიშები, არის ჯანსაღი და ბუნებრივ (ყურძნის, მაჭრის, სხვადასხვა ნატურალური ხილის) საფუარზე.