თქვენი კალათა ცარიელია
ელკანა
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა" ფერმერთა გაერთიანებაა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას სიცოცხლისუნარიანი (მდგრადი) ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის თვითაქტივობის გაზრდის გზით.
ელკანა აერთიანებს იმ ფერმერებსა და კოოპერატივებს, რომლებსაც ბუნებრივის გზით მოყავთ პროდუქტები.
ასოციაციის სამოქმედო პრინციპებია: ქვეყნის ტრადიციებს მისადაგებული თანამედროვე აზროვნება; სოფლის მოსახლეობის აქტიური ჩართვა ქვეყნის ცხოვრებასა და განვითარებაში; ზნეობრიობა; თანამონაწილეობა სწავლასა და ქმედებაში; გარემოსდაცვითი ეთიკა და პროფესიონალიზმი.