FAQ (ხშირად დასმული კითხვები)
  1. როგორ შევიძინოთ პროდუქტი?

დაამატეთ პროდუქტები კალათში, დააჭირეთ შეკვეთის განთავსებას, გაიარეთ რეგისტრაცია და მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. აირჩიეთ გადახდის მეთოდი და დაელოდეთ ელექტრონულ ფოსტას შეკვეთის დასადასტურებლად.

2. სხვაგან სად შეიძლება Soplidan.ge-ის პროდუქტების შეძენა?

პროდუქტების შეკვეთა ჩვენს ვებ-გვერდზე, აპლიკაციით და Wolt-ის საშუალებითაა შესაძლებელი. ასევე, შეგიძლიათ გვეწვიოთ მაღაზიაში, ვაჟა-ფშაველას 76 ბ-ში.

3. ვიხდით თუ არა ზედმეტს პროდუქტის ბარათით ან გადმორიცხვით შეძენისას?

კალათში მოცემული პროდუქტების ფასი არ იცვლება და თანხა იგივეა ნებისმიერი გადახდის მეთოდის არჩევის შემთხვევაში.

4. რამდენ ხანში მივიღებთ შეკვეთილ პროდუქტს მითითებულ მისამართზე?

შეკვეთიდან მეორე დღეს. შაბათს განთავსებულ შეკვეთებს მიიღებთ ორშაბათს, კვირის ნაცვლად.

5. ადგილზე მიტანა ფასიანია?

თბილისის მასშტაბით 30 ლარზე ზემოთ ღირებულების შეკვეთის მიწოდება უფასოა, 30 ლარამდე შეკვეთას მიტანის ღირებულება 5 ლარი ემატება. მიტანის ღირებულება 9 ლარია შემდეგი მიმართულებით - წყნეთი, კიკეთი, წავკისი, ტაბახმელა, შინდისი, კოჯორი, ახალდაბა, მუხათწყარო, მცხეთა და საგურამო.

6. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ შეკვეთის გაუქმება გვინდა?

• დაგვირეკეთ 557 470 441 ან მოგვწერეთ info@soplidan.ge

• გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მხრიდან შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ შეკვეთის განთავსების თარიღში.

7. რა ვქნათ, თუ პროდუქტი არ მოგვეწონა?

ჩვენ ველოდებით თქვენს შეფასებებს, დაგვირეკეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. ვეცდებით, ერთად ვიპოვოთ გამოსავალი.