ვაუჩერის შეძენის შემდეგ მეილზე მიიღებთ ინვოისს უნიკალური ნომრით. სწორედ ეს ნომერი უნდა გადასცეთ თქვენს ადრესატს, რომელიც შეკვეთის განთავსებისას კომენტარში მიუთითებს მას, ხოლო ანგარიშწორების ფორმად აირჩევს საბანკო გადარიცხვას და თქვენგან საჩუქრად მიიღებს ვაუჩერის ღირებულების შეკვეთას სახლში. ნაჩუქარი ვაუჩერის ღირებულება თქვენს ადრესატს შეუძლია გამოიყენოს ერთიანად, ან გაანაწილოს რამოდენიმე შეკვეთად ვაუჩერის შეძენიდან მომდევნო თვის ბოლომდე. მაგალითად, თუ დეკემბერში შეიძინეთ ვაუჩერი, ის ვალიდურია იანვრის ბოლომდე.