გუდის ყველი თუშეთიდან (ცხვარი) 300 გრ.

 
12.00 GEL
გაყიდვაშია
+

ტრადიციული თუშური გუდის ყველი - სვილობი, მზადდება თუშეთში, ცხვრის ნედლი რძისაგან, მაისიდან აგვისტოს თვის ჩათვლით.

ყველი გადის მომწიფების, მინიმუმ 60-დღიან, პერიოდს გუდაში და ამ ვადის გასვლიდან იგი მზადაა სარეალიზაციოდ.
ცხვრის გუდის ყველი "სვილობი" გამოირჩევა ცხარე სპეციფიკური, პიკანტური გემოთი და განსაკუთრებულად სასიამოვნო არომატით.

სვილობი ამოჰყავთ ახლად მოწველილი ნედლი რძისაგან, რომელიც იფილტრება ორმაგ საწურში ჩაფენილ სხვადასხვა სამკურნალო ბალახეულობებით: ჭინჭარი, ჭინჭრისდედა და ვაციწვერა. გაწურვის შემდგომ რძეში შეაქვთ სპეციალურად წინასწარ მომზადებული კვეთი და სითბოს შესანარჩუნებლად ნარევს აფარებენ ნაბადს. ერთი საათის შემდეგ უკვე შედედებულ მასას ურევენ ხელმეორედ, დაშლიან და ნახევარი საათი აჩერებენ ნაბდით დასათბუნებლად. ამის მერე ამოწურავენ ჭურჭელში ჩამდგარ სითხეს, დარჩენილ რბილ ყველს კი დაჭრიან და ჩადებენ სპეციალურ ტილოს პარკში, რის საშუალებითაც ყველი კარგად იწურება და მრგვალი ცილინდრული ფორმა მიეცემა. ტილოში გადახვეულ, გამოყვანილ ყველის თავს დებენ საყველე ფიცარზე და აფარებენ ნაბადს 2 საათით, რის შემდეგაც ყველი გადააქვთ წინასწარ გამზადებულ გუდაში. გუდაში ათავსებენ 4 - 5 თავ ყველს და მათ შორის ფენებად ყრიან მარილს. ყველის გუდა გადააქვთ საყველე ოთახში და სითბოს შესანარჩუნებლად 2 დღე ისევ აფარებენ ნაბადს. იმისათვის, რომ ახალ ყველს მარილი თანაბრად გაუჯდეს, რამდენიმე დღის განმავლობაში დღეში სამჯერ აბრუნებენ და უცვლიან ფორმას.

„სვილი" ქართული ენის მთის კილოებში უძველესი პურეული კულტურის - ჭვავის აღმნიშვნელია. თუშური გუდის ყველის მწარმოებელი კოოპერატივ „ალაზნისთავის" წევრებმა გომეწრის ხეობის მშობლიური სოფლის, საქართველოს მთის არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლის - დოჭუსა და ამავე ხეობის ულამაზესი ადგილის ალაზნისთავის შემოგარენის სახელები უწოდეს მათი ნაწარმი პროდუქციის (გუდის ყველის) სამივე ნიმუშს.

ბიზნეს ოპერატორის აღიარების სერტიფიკატი GE 04.10.51.0.985 გაცემულია: 19.03.2019 ხარისხის ნიშანი " დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა" N0024 გაცემულია: 02052019

შენახვის პირობები: 0-დან 12 C-მდე

შეფუთულია დამცავი ატმოსფეროს გამოყენებით

კვებითი ღირებულება 100 გ სურსატში, ენერგეტიკული ღირებულება 1598 კჯ, 334.3 კკალ, ცხიმი 25.5გ, მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავა, 15.60გ, ნახშირწყლები 4.1 გ, მათ შორის შაქრები 0.9 გ, ცილა 22.2 გ, მარილი7.5გ

შეაფასე პროდუქტი

პროდუქტის შეფასება

ვინც იყიდა ეს პროდუქტი, მათ ასევე იყიდეს

24.00 GEL
ანგუსის სტეიკი რიბაი რბილი, 30 დღიანი დაძველებით. შპს "ანგუს ჯგუფი ." პირველი საქართველოში ანგუსების ფერმის მფლობელი. მდებარეობა მარტყოფი. შპს"ნატურ ველი"...
გაყიდვაშია
+

1.00 GEL
ქართლ-კახეთში შეგროვებული ხილ-ბოსტნეულს სხვადასხვა მცირე ფერმერები გვაწვდიან. ხშირად იცვლებიან მომწოდებლები, ამიტომ გვიჭირს თითოეულ პროდუქტზე მომწოდებლის...
გაყიდვაშია
+

52.00 GEL
გასუფთავებული და ყოველდღიურად ახალი ხორცი სოფლიდან. ეზოში გაზრდილ ფრინველს მრავალფეროვანი საკვები აქვს, თავისუფლად მოძრაობს, შესაბამისად ხორცი უფრო გემრიელი...
გაყიდვაშია
+

31.50 GEL

ბატკნის წონა არ აღემატება 6 კგ-ს

გაყიდვაშია
+

31.50 GEL

ბატკნის წონა არ აღემატება 6 კგ-ს

გაყიდვაშია
+